15 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა, აქ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება - ირაკლი ღარიბაშვილი

იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადმოცემის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით - მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა. 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა. პატრიარქის კურთხევით, აქ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება" - წერს პრემიერ-მინისტრი და იერუსალიმის პატრიარქს, იორდანიის არქიეპისკოპოსს, იორდანიის მეფე აბდალა მეორესა და პრინც ღაზის მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.

დღის ამბები