15 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
საქართველოს დღეს სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

თბილისში დღეს სომხეთის პრეზიდენტს ელოდებიან. ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საპატიო სტუმარს მისი ქართველი კოლეგა პირისპირ შეხვდება.

დაგეგმილია დელეგაციების თანხლებით პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაც. მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

დღის ამბები