12 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
"პრემიერის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ისრაელის ორმხრივ ურთიერთობებს" - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში შეხვედრებს მართავს, სადაც ის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს ხვდება. პრემიერთან ერთად იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ისრაელის ორმხრივ ურთიერთობებს.

"ჩვენ ისრაელთან საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს, რაც აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვიზიტების დინამიკა აქტიურდება. ამის ძალიან კარგი მაგალითია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელმაც ახალი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს.

იყო პოლიტიკური შეხვედრები - პრემიერ მინისტრს ჰქონდა შეხვედრები მის კოლეგასთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრთან - ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ფართო საკითხებზე, რომლებიც გამოირჩევა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ნამდვილად იქნება პრემიერის ვიზიტი ახალი შესაძლებლობების, ახალი გამოჩენის, რომელიც მისცემს ახალ იმპულსს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს." - აცხადებს დარჩიაშვილი. 

დღის ამბები