15 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
სომხეთის პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა

სომხეთის პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ამის შემდეგ დღის წესრიგში პირველი პირების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა იყო.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირი და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთობილი განცხადებები გააკეთეს. 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის დიდი შანსია. 

"ჩვენი ქვეყნები იმყოფებიან ახალი გამოწვევების წინაშე. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, ირღვევა საერთაშორისო წესრიგი, ამდენად, ჩვენი ქვეყნების სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ირღვევა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი, ადამიანების უფლებების უხეში დარღვევაც გრძელდება, ამას დაემატა ახალი მუქარა რეფერენდუმის სახით, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის. ამავე დროს ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის დიდი შანსია,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

დღის ამბები