15 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
გვაქვს სამართლიანი მოლოდინი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - გივი მიქანაძე

ოპოზიციის მხრიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ხელის შეშლაზე  საუბრობენ "ქართულ ოცნებაში". მათი თქმით, ოპოზიცია დესტაბილიზაციის უშედეგო მცდელობების შემდეგ, ახლა ამ გზით ცდილობს ქვეყანაში არეულობას.

"დესტრუქციული ოპოზიციის ბევრი მცდელობის მიუხედავად, გამოეწვიათ არეულობა, ვერ იქნა მიღწეული. ახლა კი, გადავიდნენ ჩვენს მთავარ კონტექსტზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის მიღებაა და იერიში მიაქვთ ამაზე, რომ როგორმე ეს პროცესი დააზიანონ და ასევე, "ქართული ოცნება" ჩაითრიონ არეულობაში. ბუნებრივია, როგორც ყველა სხვა მცდელობა იყო ფუჭი, სწორედ ასეთივე გამოდგება ახლაც", - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის,  გივი მიქანაძის თქმით კი, საქართველო იმსახურებს მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მათი მოლოდინები ამ საკითხთან დაკავშირებით არის პოზიტიური.

"ჩვენ გვაქვს სრულიად სამართლიანი მოლოდინი, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, მიიღოს ეს სტატუსი და ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა ამ სამი ქვეყნის მისწრაფებებისადმი.

ასევე, ეს იქნება ძალიან მკაფიო განაცხადი, რომ მათზე რუსული ზეწოლა არ მოქმედებს და ისინი თავისუფალი არიან გადაწყვეტილებებში",- აცხადებს გივი მიქანაძე. 

დღის ამბები