15 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
როგორც ჩანს, სრულიად დარწმუნებულნი არიან წარუმატებლობაში და წინსწრებით ცდილობენ, განტევების ვაცი მოძებნონ - სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძეზე

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციის ნაწილი კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ ევროპულ სტრუქტურებში ღიად იბრძვის, გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. მათი განმარტებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს, თუმცა ამ კუთხით ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი პაატა მანჯგალაძე  მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება ევროპაში ინტეგრაციის პროცესი.

რაც შეეხება პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია",  წევრს ნონა მამულაშვილს, იგი ვარაუდობს, რომ ევროკავშირი უარს არ გვეტყვის, მაგრამ გვეტყვის, რომ ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი.

ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება პარლამენტის წევრი, პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლების ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომ მათ ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა წარმატებაზე.

"როგორც ჩანს, თავად არიან სრულიად დარწმუნებული წარუმატებლობაში და ახლა წინსწრებით ცდილობენ, რომ განტევების ვაცი მოძებნონ და ვიღაცას დააბრალონ საკუთარი წარუმატებლობა", - განაცხადა მან.

დღის ამბები