ირაკლი ღარიბაშვილი, იერუსალიმის პატრიარქმა ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.
თეოფილოს III-მა საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, საპატრიარქოში უმასპინძლა.
"წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ვანიჭებ ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენს და ჩვენი მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებულ ჯვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის საძმოს მეგობარსა და ქრისტეს აღდგომის ტაძრის მცველს," - აღნიშნულია წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა წაიკითხა.
იერუსალიმის პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა მართლმადიდებელი ქვეყნის ლიდერის სტუმრობა.
"სიამოვნებას გვანიჭებს ის ფაქტი, რომ იესო ქრისტეს საფლავზე დასვენებულ წმინდა ჯვარს გადმოგცემთ, რათა მუდამ დაცული იყოთ და ამ მხსნელი, მართალი და სწორუპოვარი ჯვრით იყოთ მუდამ შთაგონებული," - აღნიშნა პატრიარქმა თეოფილუს III-მ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქ თეოფილოს III-ეს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და პერსონალური წვლილისთვის მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმეში, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ძლიერ ისტორიულ კავშირებს და პატრიარქ თეოფილოს III-ის საქართველოში ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
"თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით როგორც მართლმადიდებელი ქვეყნის ლიდერსა და წარმომადგენელს, მონათესავე მართლმადიდებლური ეკლესიის შვილს. ეს იმას ნიშნავს, რომ იერუსალიმისა და საქართველოს ეკლესიები ერთგულად მიეკუთვნებიან ქრისტეს სხეულსა და ტაძარს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, როგორც მოციქული პავლე გვასწავლის, რომ ყოველთვის ვისწრაფვოდეთ ერთობისა და მშვიდობის შენარჩუნებისკენ. იერუსალიმის წმინდა ქალაქში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რადგან იერუსალიმი არის მთელი მსოფლიოს - განსაკუთრებით, მართლმადიდებელი ქრისტიანების - სულიერი დედაქალაქი. ჩვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ორთოდოქსული ქრისტიანულ ტრადიციებში ასახული ფასეულობები დავიცვათ, რომლებიც რელიგიურ მოძღვრებებში ასახული პრინციპების და მემკვიდრეობის იდენტურია. საუბარი მაქვს როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაზე. იგივე სულისკვეთებას მიჰყვება ეკლესია. ასევე გვგვრის სიამოვნებას ის ფაქტი, რომ იესო ქრისტეს საფლავზე დასვენებულ წმინდა ჯვარს გადმოგცემთ, რათა მუდამ დაცული ბრძანდებოდეთ და ამ მხსნელი, მართალი და სწორუპოვარი ჯვრით იყოთ მუდამ შთაგონებული. ქრისტე ღმერთი არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა! მადლობა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.