15 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში ქართულ სახლს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში ქართულ სახლს ეწვია.

მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, იღუმენია ევგენიამ უმასპინძლა. იერუსალიმში მდებარე, წმინდა ილია და ენუქის სახელობის ქართულ სახლში ქართველი მონაზვნები ცხოვრობენ და საქმიანობენ.

იღუმენია ევგენიამ პრემიერ-მინისტრს ქართული სახლი და მასში განთავსებული სამლოცველო დაათვალიერებინა. იღუმენია ევგენიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმად გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო.

შედეგად, იერუსალიმში არსებულმა ქართულმა სახლმა, ქალაქ ლოდში მოქმედმა წმინდა გიორგის სახელობის ქართულმა სახლმა და ბეთლემში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ქართულმა სახლმა წლების განმავლობაში დაგროვებული დავალიანების გადახდა შეძლეს.

დღის ამბები