15 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ქართულმა პოლიციამ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა - ვახტანგ გომელაური

"ქართულმა პოლიციამ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა," – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა, წარმატებულმა პროექტებმა, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და ღირსეული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ღონისძიებას ესწრებიან და სხვადასხვა ქვეყნიდან თვალს ადევნებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თქვენ წლების განმავლობაში ხელს უწყობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, მადლობას გიხდით ჩვენი მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის," – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები