პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიციელი გმირია და ეს უამრავმა პოლიციელმა, პირადი მაგალითით დაამტკიცა.
"პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! ძლიერი პოლიცია ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო სახელმწიფოს. პოლიციელი გმირია და ეს უამრავმა პოლიციელმა თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა. დღევანდელ დღეს ვულოცავ გამორჩეულ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მინისტრის მოადგილეებს, თითოეულ პოლიციელს და მათ ოჯახებს"- წერს მმართველი პარტიის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.