მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ადვოკატმა მოინახულა. შოთა თუთბერიძემ დღეს, განჩინება ჩაიბარა და საავადმყოფოში მიიტანა.
გადაწყვეტილება ეხება ყოფილ პრეზიდენტთან ცენტრ "ემპთიის" ექსპერტების შეშვებას. მისი განცხადებით, ექსპერტების ექსპრეზიდენტთან დღეს ან ხვალ უნდა შეუშვან.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიზუალური შეფასებით, კვლავინდებურად ცუდია, ხოლო სამედიცინო მაჩვენებლები, როგორც ჩემთვის ცნობილია, სტაბილურად უარესდება. ახლა ჩვენი საზრუნავია, რომ მასთან ექსპერტების შესვლა, რაც შეიძლება სწრაფად დაორგანიზდეს",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.