ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს სამოქალაქო ინიციატივის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" წარმომადგენლებმა წერილი გადასცეს. წერილის ადრესატი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენია და მასში საუბარია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მათი განცხადებით, დღევანდელი ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გარემოებას, რომ რომ ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა.
"ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ და რომელიც უნდა გამოიყენოს ევროკავშირმაც იმისათვის, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს. ჩვენ, ამ წერილითა და შეხვედრით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ნებას იმაზე, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ პოზიტიური წვლილი შევიტანოთ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებაში," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.