15 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციის შესანარჩუნებლად - საშა ტერნესი

ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ფორუმში მიიღო და პასუხები გასცა გერმანული ბიზნესის წარმომადგენელთა შეკითხვებს. ფორუმში ასევე მონაწილეობდა გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

საშა ტერნესი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არსებობს უამრავი გეგმა ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად. 

"ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები იმ ძალზედ დინამიური განვითარების კონტექსტში, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს იმ ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციის შესანარჩუნებლად, რომელიც ამჟამად ფიქსირდება. არსებობს უამრავი გეგმა და იდეა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა და ეკონომიკა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მდგრადი და გრძელვადიანი ზრდა. რაც შეეხება გერმანულ მხარეს, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს მხარდაჭერა და გვჯერა, ჩვენი პროდუქტიული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შედეგს გამოიღებს",- აცხადებს ტერნესი. 

ვიცე-პრემიერმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები გააცნო.

დღის ამბები