ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს. დიტო საძაგლიშვილმა მედიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ, პატიმრის შეფასება გააცნო. ნიკა გვარამიას განცხადებით, განჩინება ღიმილისმომგვრელია.
საპატიმროში იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძეც.