15 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა, მტკიცედ გვაქვს განზრახული კავშირები გავაღრმავოთ - საგარეო უწყება

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მოწმენი გავხდით, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მტკიცეა გადაწყვეტილება, რომ კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 

"დღეს საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მოწმენი გავხდით, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე. მტკიცედ გვაქვს განზრახული კავშირები გავაღრმავოთ მომავალ წლებში",- აცხადებს საგარეო უწყება.

დღის ამბები