26 დეკემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"ვემზადებით, ვვარჯიშობთ, გეგმებს ვსახავთ და იმედია, ყველაფერი გამოგვივა - გადავიტანთ თამაშზე ამ ყველაფერს და ჩვენს სასიკეთოდ დავასრულებთ ორივე თამაშს" - ზურიკო დავითაშვილი

ხვალ ფეხბურთია - საქართველო უკრაინას ხვდება. ეროვნული ნაკრები ბათუმში უკვე გაემგზავრა. გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. გაიმართება ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც. ცნობილია, რომ უკრაინელებთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

"ვემზადებით, ვვარჯიშობთ, გეგმებს ვსახავთ და იმედია, რომ ეს ყველაფერი გამოგვივა, გადავიტანთ თამაშზე ამ ყველაფერს და ჩვენს სასიკეთოდ დავასრულებთ ორივე თამაშს. დიდი ხანია, ბათუმში არ მითამაშია, ძალიან მაგარი გარემოა ყოველთვის, ძალიან მაგარი სტადიონია, კარგი ატმოსფერო იქმნება ხოლმე და ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენ გვერდზე იქნება მთელი თამაშის განმავლობაში", - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი.

დღის ამბები