ხმაური და დაპირისპირება იყო ევროკავშირის საელჩოსთან. საპროტესტო აქციაზე, "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" და ორგანიზაცია "ზნეობის" წევრები დააკავეს.
პოლიციამ, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად იმ დროს აიყვანა, როდესაც შეკრებილებმა მოწოდებები დაიწყეს, რომ მათ, ევროკავშირის დროშა დემონსტრაციულად დაეწვათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს დაუმორჩილებლობას ედავება.