15 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციის გაძლიერების თვალსაზრისით, დადებითი წვლილი შემიძლია შევიტანო - ნათია თურნავა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩემდამი ნდობის გამოცხადების საფუძველი ჩემი წინა გამოცდილება იყო ,- ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კანონმდებლები დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაცია.

როგორც თურნავამ აღნიშნა, მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციის გაუმჯოებესების თვალსაზრისით. 

,,საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩემდამი ნდობის გამოცხადების საფუძველიც იყო ჩემი წინა გამოცდილება და ამ კუთხით მეც ვხედავ, რომ გაცილებით დადებითი წვლილი შემიძლია შევიტანო ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის მეტი კოორდინაციის თვალსაზრისით. სტარტაპების ეკოსისტემის დანერგვის, "ოფენ ბანკინგის" დანერგვის შემოღების, შეუძლებელია ამ კომპლექსური საკითხების განვითარება და სწრაფი შედეგების დადება კოორდინაციის გარეშე",- განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები