15 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და სამართალს თავისი გზა მისცეს - ლევან ბეჟაშვილი ნიკა გვარამიაზე

ლევან ბეჟაშვილმა რუსთავი პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამია მოინახულა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გვარამიას მდგომარეობაზე და განწყობაზე ისაუბრა. 

"ჩვენს ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს, ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მოსამზადებელია სააპელაციო საჩივარი. იმავდროულად, საქართველოს პრეზიდენტს აქვს კარგი არგუმენტაცია, თუნდაც დღევანდელი ინფორმაციით, როდესაც სასამართლოს სტატისტიკა მეტყველებს, რომ ამ ტიპის დანაშაულთან მიმართებაში საპატიმრო ღონისძიებების გამოყენება არ ხდება, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და სამართალს თავისი გზა მისცეს,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები