15 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები

ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ავრცელებს. 

"ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა, თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან, ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია.

ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და მათი მიღწევების გათვალისწინებით," – აღნიშნულია ტექსტში.

დღის ამბები