აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას შანტაჟად აფასებს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში გამართული ვირტუალური ღონისძიების დროს განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი პუტინი ბლოკავს საკვების ექსპორტს და აგრესიულად იყენებს პროპაგანდისტულ მანქანას, რომ აირიდოს პასუხისმგებლობა, რადგან იმედი აქვს, რომ მსოფლოს აიძულებს დათმობაზე წასვლას და სანქციების მოხსნას. სხვა სიტყვებით, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შანტაჟი," - განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო საზოგადოებას შექმნილ სიტუაციაზე ერთობლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.