"კანონმდებლობით, პარლამენტს, უმრავლესობას შეუძლია, მოიწვიოს პირველი სხდომა - მათ აქვთ იმ რაოდენობის მანდატები (უფრო მეტიც), რომ პირველი სხდომა მოიწვიონ", - ეს განცხადება "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრმა, ლანა გალდავამ გააკეთა.
ის ამბობს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პოზიციისა და ოპოზიციის თანამშრომლობა არის დემოკრატიისთვის აუცილებელი.
"კანონმდებლობით პარლამენტს, უმრავლესობას შეუძლია მოიწვიოს პირველი სხდომა, მათ აქვთ იმ რაოდენობის მანდატები, უფრო მეტიც, რომ პირველის სხდომა მოიწვიონ, მაგრამ ცინიკურია ის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას ისინი ვერ ხედავენ. დემოკრატიული პროცესების თანმდევი თუ ხარ და ზოგადად, თუ ავტორიტარული რეჟიმი არ არის ქვეყანაში, სხვა მხრივ, პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობა არის დემოკრატიისთვის აუცილებელი. როდესაც განცხადება კეთდება, რომ ოპოზიციის ნახვა არ სურთ, ასევე განცხადებები ოპოზიციის გასამართლების შესახებ, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ დემოკრატია არ ესმით", - აცხადებს ლანა გალდავა.