15 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
აშშ-ში, სამხედრო პირებში სუიციდის შემთხვევები გაიზარდა - პენტაგონი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი რჩება ერთგული გრძელვადიანი და მუდმივი ძალისხმევის მიმართ, რათა თავიდან აიცილოს სამხედრო პირებში თვითმკვლელობის შემთხვევები, - ამის შესახებ აცხადებს პენტაგონი და აქვეყნებს ყოველწლიურ სტატისტიკას, სადაც ნაჩვენებია სამხედრო პირებში სუიციდისა თუ სუიციდის მცდელობის ანგარიში.

ანგარიშში წერია, რომ წელს თვითმკვლელობის რაოდენობა სამხედრო პირებში უმნიშვნელოდ არის გაზრდილი - 523 შემთხვევა, როცა 2022 წელს - სამხედრო პირებში სუიციდის შემთხვევათა რაოდენობა 493-ს შეადგენდა.

თვითმკვლელობის დონე აქტიურ კომპონენტში 12%-ით გაიზარდა, ხოლო რეზერვში - შარშან, 2022 წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა, ეროვნულ გვარდიაში კი პირიქით - თითქმის 5%-ით შემცირდა.

ანგარიშში ასევე მოყვანილია მონაცემები, რომლის მიხედვითაც, სამხედრო პირების ოჯახის წევრებში, სუიციდის შემთხვევები, წინა წელთან შედარებით, 9%-ით შემცირებულია.

დღის ამბები