ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ტერიტორიების ოკუპაცია დასრულდება. როგორც კაია კალასმა აღნიშნა, მსგავსი შეცდომა უკვე 3-ჯერ დაუშვეს - საქართველოში, დონბასსა და ყირიმში.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს და წერს, რომ მან საფრანგეთის პრეზიდენტი პუტინისთვის კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავლის უზრუნველყოფის მცდელობისთვის გააკრიტიკა.
კალასის თქმით, გაზი შეიძლება ძვირი იყოს, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია.