15 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
"ეს არის მოწოდება, რომ ვინც აირჩიეთ ეს ხელისუფლება, ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ამ შემთხვევაში გაგეხსნებათ გზა ევროსტრუქტურებისაკენ" - გია ვოლსკი

ვროპარლამენტმა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების პროექტი შეიმუშავა.

რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოუწოდებენ ევროკავშირს, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ.

თბილისში უკვე კეთდება პირველი შეფასებები ევროპარლამენტის განცხადებაზე. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ეს მათი მუშაობის შედეგია. "ქართული ოცნების" შეფასებით, ასეთი მხარდამჭერი განცხადებები გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე მნიშვნელოვანია.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა საქართველოსთვის ოლიგარქიული და ჩრდილოვანი მმართველობაა, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ პრობლემაზე მიგვითითებენ, ეს ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის საგულისხმო უნდა იყოს.

თბილისში უკვე კეთდება პირველი შეფასებები ევროპარლამენტის განცხადებაზე. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ეს მათი მუშაობის შედეგია. "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ ასეთი მხარდამჭერი განცხადებები გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე მნიშვნელოვანია.

ამ განცხადების პარალელურად გავრცელდა 2 კონკრეტული ევროპარლამენტარის - რასა იუკნევიჩიენესა​ და ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილი. ისინი ქართველ ხალხს და პოლიტიკურ სპექტრს მიმართავენ. ამბობენ, რომ დღეს მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, ვალდებულებები შეასრულოს და  ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია იმაზეც, რომ მთავრობამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ პრობლემები წყდება თბილისში და არა ბრიუსელში.

ამ განცხადებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რიტორიკაა. აქცენტს აკეთებენ "ნაციონალურ მოძრაობაზე", თავად "ნაციონალური მოძრაობაში" კი განმარტავენ, რომ ეს წერილი მიანიშნებს იმაზე, რომ პასუხისმგებლობა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პირდაპირ ხელისუფლებას ეკისრება.

"ეს არის პირდაპირ მოწოდება იმისკენ, რომ ვინც აირჩიეთ ეს ხელისუფლება, ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ამ შემთხვევაში გაგეხსნებათ გზა ევროსტრუქტურებისაკენ და აბსოლუტურად არ დაგიდევენ ან რეიტინგი რა არის, ან რა მდგომარეობაშია საქართველო ევროპის სტანდარტებთან მიმართებაში, ან სად ვიმყოფებით რეგიონში მსოფლიო მასშტაბით იმ მაჩვენებლებით, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისათვის.

ეს არის პირდაპირ მოწოდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია და ამ შემთხვევაში ვერანაირ განსხვავებას ამ განცხადებას და "ნაცმოძრაობის" ლიდერთა განცხადებებს შორის ვერ ვხედავ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა საქართველოსთვის სწორედ ოლიგარქიული და ჩრდილოვანი მმართველობაა, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, და როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ პრობლემაზე მიგვითითებენ, ეს ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის საგულისხმო უნდა იყოს.

დღის ამბები