"ნაციონალური მოძრაობა" თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა დატოვა. როინ მოსიძე საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
გადაწყვეტილების მიზეზად, ის პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას ასახელებს. მოსიძის თქმით, მას შემდეგ, რაც თამარ დალაქიშვილმა ხელში აიღო მართვის სადავეები, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის თითქმის არაფერი გაკეთებულა. როინ მოსიძესთან ერთად პარტიის რიგებს ტოვებს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი თამარ ბრეგვაძეც.
"ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ნაციონალური მოძრაობის გვერდით, გადავწყვიტე დავტოვო პარტია და საკრებულოში საქმიანობა გავაგრძელო დამოუკიდებელ დეპუტატად," - ამბობს როინ მოსიძე.