ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მათი გამოსწორებისკენ მოუწოდეს. მომზადებულია შესაბამისი რეზოლუციაც, რომელსაც დღეს, კენჭი ეყრება.
დებატების მიმდინარეობისას, ევროპარლამენატრებმა ყურადღება საქართველოს ევროპულ პერსპეტქივაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.
"რამდენიმე თვის წინ, ძალიან დიდი უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია, მხარი უნდა დაგვეჭირა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. რამდენიმე კვირის წინ, განვიხილეთ მოლდოვის მიღწევები, ახლა კი განვიხილავთ მედიის თავისუფლების კუთხით დარღვევებს საქართველოში. ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ ჩვენს ურთიერთობებში ის ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის იყო მოწინავე დემოკრატიულ რეფორმებს შორის, ახლა ჩამორჩენილია. მე მინდა მოვუწოდო როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, მიიღეთ ეს როგორც ბოლო გამოღვიძების ზარი, გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის ბრალდებები და ერთად იმუშავეთ იმ დემოკრატიულ რეფორმებზე, რაც ახალა საქართველოს სჭირდება. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. სწორედ ამას ელოდება თქვენგან ქართველი ხალხი", - აცხადებს მარინა კალიურანდი.
ევროპარლამენტარი სტანისლავ პოლჩაკის თქმით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა აღოსავლეთ ევროპაში, რომელიც პატივს სცემს დემოკრატიულ ღირებულებებს.
"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არის ერთბ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა, ეს არის ხალხი და ქვეყანა, პატივს სცემს დემოკრატიულ ღირებულებებს. ამიტომაც, თავისუფალი მედია არის ფუნდამენტი დემოკრატიისა. როდესაც არის უკუსვლა, ვფიქრობთ, რომ უნდა დავამშვიდოთ ქართველი ხალხი და ვუთხრათ, რომ მათ აქვთ ადგილი ჩვენს ოჯახში, იმ სახელმწიფოების ოჯახში, სადაც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას. მოვუწოდებთ დაუპირისპირდნენ ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და დაუჭირონ მხარი პრესის თავისუფლებას თავიანთ ქვეყანაში" ,- ამბობს სტანისლავ პოლჩაკი.
ანა ფოტიგას განცხადებით, ევროინტეგრაცია მხარდაჭერილია ქართველი ხალხის უმრავლესობისაგან და ძალიან ბევრი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელმა იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო ამ გზაზე დამდგარიყო.
"ევროინტეგრაცია მხარდაჭერილია ქართველი ხალხის უმრავლესობისაგან. ძალიან ბევრი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელმა იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო ამ გზაზე დამდგარიყო, მაგრამ ამისთვის ციხეში არიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ისევე როგორც ნიკა გვარამია ციხეში არიან. საქართველო, რომელიც ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარია, მიუხედავად მისი მთავრობის კრიტიკისა, უნდა გავითვალისწინოთ ის ისტორიული საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრებოდა და მივცეთ მას კანდიდატის სტატუსი", - აცხადებს ევროპარლამენტარი.
როგორც ევგენ ტომაჩი ამბობს, რომ პუტინს სურს საქართველო არ დაუახლოვდეს ევროპას, ამიტომ ევროპარლამენტის რეაქცია უნდა იყოს მეტად მიზანმიმართული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
"ქართველი ხალხი ევროპელი ხალხია. დიახ ვნახეთ, რომ რაღაც წარუმატებლობები იყო მედია თავისუფლების საკითხებში, მაგრამ ვის სურს, რომ საქართველო დასუსტდეს და დაშორდეს ევროპულ ოჯახს? ვის სურს, რომ არ დაუახლოვდეს საქართველო ევროპას? ეს ბატონი პუტინია, ვისაც ეს სურს. ამიტომაც, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ისეთი, რომ ვიყოთ უფრო მიზანმიმართული ჩვენს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ. ევროპულ პროექტებში არის ღირებულებები და სტანდარტები, რომელიც საქართველოს ავალდებულებს, რომ მათ პატივი სცეს და ეს ღირებულებები უნდა განხორციელდეს საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა", - ამბობს ის.