15 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
გაეროს რეზოლუცია ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაბრუნდენ  ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიუ - იორკში მიღებულ რეზოლუციას, "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ეხმიანება. 

როგორც ილია დარჩიაშვილი რეზოლუციის ყველა მხარდამჭერს მადლობას უხდის. 

"გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95-მა სახელმწიფომ დაუჭირა. ის ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. მადლობას ვუხდით ამ ჰუმანიტარული საკითხის ყველა მხარდამჭერს," - წერს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები