ვიქტორ ყიფიანის თქმითვე, მისი მარწმუნებლის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს:
"სატრასტო ანგარიშზე აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით, ჯერაც რჩება შეუსრულებელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ შეფასებაზე, რომელიც მე გავაკეთე, რომ პრაქტიკულად ბატონი ივანიშვილი, ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში არის მოქცეული. ამიტომ, ამან ერთგვარად რეზისტენტულობაც გამოიმუშავა ჩემს მარწმუნებელში. ის აბსოლუტურად მშვიდად უდგება ამ სიტუაციას. ალბათ ზედმეტი არის იმაზე საუბარი, როგორც წინა გადარიცხვებზე, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვეცდებით სამართლებრივად ყველა ხერხი და საშუალება მოვიხმოთ. რაც შეეხება ევროპარლამენტარების განცხადებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ მოვისმინეთ ისეთი განცხადებები, რომელიც ფაქტებით, გარემოებებით, კონკრეტული მტკიცებულებებით არ არის გაჯერებული. ესენი იყო განცხადებები, მხოლოდ განცხადებების გამო. სიმართლე რომ ვთქვა, ვინაიდან ფაქტობრივი სანქციების რეჟიმი ვახსენე ასე ხატოვნად, ამას რა განვითარება მიეცემა, გაფორმდება, არ გაფორმდება, რაიმე დოკუმენტში აისახება თუ არა, ამას შესაძლოა ითქვას, რომ პრაქტიკული დანიშნულება ჩვენთვის დაკარგა. იმიტომ, რომ არსი ამ პოლიტიკური ზეწოლისა რჩება იგივე. ის მიუწვდომლობა ანგარიშებზე, მათი განკარგვის თავისუფლებაში შეზღუდვა, ის მოცემულობაა, რომელშიც ჩვენ დღეს გვიწევს ოპერირება და მოქმედება,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი.