15 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
როგორი იყო უკრაინის გეგმა, საქართველოსა და მოლდოვას გარეშე კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ვინ ლობირებდა ევროპაში ამ საკითხს

როგორი იყო უკრაინის გეგმა დამოუკიდებლად, საქართველოსა და მოლდოვას გარეშე კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ვინ ლობირებდა ევროპაში ამ საკითხს - გამოცემა "ურაქტივის" რედაქტორი ჯერ სოციალურ ქსელ twitter-ში აქვეყნებს ამ თემაზე პოსტს, შემდეგ კი უკვე ვრცელ სტატიაში ყვება დეტალებს. ალექსანდრა ბრზოზოვსკიმ ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან ჩაწერა. მის შეკითხვას , შიშობს თუ არა, რომ უკრაინის დაახლოებამ, საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად შესაძლოა პროცესი უფრო გაართულოს, ოლჰა სტეფანიშინა პასუხობს,  რომ თბილისისა და კიშინოვის დაბრკოლება სეპარატისტული რეგიონებია. 

თბილისში უკრაინის მაღალჩინოსნის განცხადება, არამეგობრულად შეფასდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე გზავნილს სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას, საქართველო ყველა პლატფორმაზე სამივე ქვეყნისთვის თანაბრად ლობირებს.

ამ თემაზე აზრ, ა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. ნაწილი ამბობს, რომ სტატუსის მიღების შესაძლებლობა, სწორედ საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის საშუალებით გაჩნდა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ბარიერი მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვასთვის არ უნდა იყოს.

რუსული აგრესიის პირისპირ რომ საქართველო უკრაინის ომამდე რამდენჯერმე იდგა, მმართველი გუნდისთვის ფაქტი და სტატუსის მიღების მყარი არგუმენტია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანა კანდიდატობას არაერთი სხვა ობიექტური გარემოების გამოც იმსახურებს. სახელისუფლებო პარტიაში იმასაც აკონკრეტებენ, რომ საერთო გამოწვევების და გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სტატუსი სამივე ქვეყანას უნდა მიენიჭოს.

როგორი იქნება ევროპული საბჭოს პასუხი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირა რჩება.

 

 

დღის ამბები