ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ. მთავარი განსახილველი საკითხები სასამართლო სისტემა, საარჩევნო რეფორმა, რეზოლუცია და საქართველოს ევროპული პერსპექტივები იყო.
მმართველი გუნდის ოპონენტების ინფორმაციით, კარა მაკდონალდსთან შეხვედრაზე ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გამოსავლის ძიების გზებზე გამახვილდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსაც შეხვდა.
"ქალბატონი კარა მაკდონალდსი არის მნიშვნელოვანი ფიგურა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში. ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობს ქართულ სახელმწიფოებრივ პრობლემებს. საუბარი იყო ყველა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ კონკრეტიკა უნდა ვიხილოთ ქმედებებში,“ - აცხადებს ნიკა მელია.