15 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა საკრებულოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა - მისი თქმით,"ოცნებამ" უმრავლესობა უკანონოდ მიითვისა

პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა აკაკი გვიანიძემ საკრებულოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მისი თქმით, საკრებულოს კომისიებში კვოტირება კანონის დარღვევით განისაზღვრა და კომისიები პროპორციულად არ დაკომპლექტდა.

მისი მტკიცებით, "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა უკანონოდ მიითვისა. დეპუტატმა სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა.

"ჩვენ ვასაჩივრებთ ბათუმის საკრებულოს იმ უკანონო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაგრძელდა საკრებულოს უკანონოდ მითვისების პროცესი და კომისიებში, რომელსაც აქვს ძალიან  მნიშვნელოვანი ფუნქცია საკრებულოს გამართული მუშაობისთვის.

"ოცნებამ", მიუხედავად იმისა, რომ მანდატების ნახევარზე ნაკლები ჰქონდა ჰქონდა საკრებულოში, პროპორციულ წარმომადგენლობაზე უარი თქვა და მიითვისა უმრავლესობები,"-აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტიიდან "საქართველოსთვის" აკაკი გვიანიძე.

დღის ამბები