გერმანიის ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას.
ბუნდესტაგის ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი გუნტერ კრიჩბაუმი აცხადებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა მათ ინტერესებში შედის.
"რადგან გაწევრიანების პროცესი ხშირად ხანგრძლივია, ჩვენ მოგიწოდებთ ახალი მოდელის შექმნისკენ , რომელიც საშუალებას მისცემს კანდიდატებს მჭიდროდ დაუკავშირდნენ ევროკავშირს სრულ გაწევრიანებამდეც კი,"- აცხადებენ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში.