საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დაემსახურებინა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი გეოპოლიტიკურ ჭრილში მიიღებს გადაწვეტილებას და ქვეყანას აღნიშნულ სტატუსს მიანიჭებს.
"საქართველომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დაემსახურებინა კანდიდატის სტატუსი. ის იყო და დღემდეა ლიდერი რეფორმების განხორციელების კუთხით, სამ ქვეყანას შორის. დღეს, ევროკავშირს მისაღები აქვს გეოპოლიტიკურ ჭრილში გადაწყვეტილება. ეს გადაწვეტილება მან უნდა მიიღოს. ევროკავშირმა ეს გადაწვეტილება არ მიიღო ერთხელ, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი საქართველოსთვის, მათთვისაც ამ რეგიონში გავლენების თვალსაზრისით. ევროკავშირმა თავი შეიკავა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებისგან, ამასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, იმედია მესამედ ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებენ", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.