15 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
The European Sting - ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ არანაირი თანხა არ გამოიყოფა, სანამ პოლონეთის მხრიდან, ევროკავშირის კანონთან და ღირებულებებთან თანხვედრა არ იქნება

"არანაირი თანხა არ გამოიყოფა, სანამ პოლონეთის მხრიდან ევროკავშირის კანონთან და ღირებულებებთან თანხვედრა არ იქნება" - ამის შესახებ  „The European Sting“ წერს.

გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტის დეპუტატები შეშფოთებულები არიან,  პოლონეთის მხრიდან ევროკავშირის ღირებულებების მუდმივი დარღვევის გამო, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.

"ევროპარლამენტის წევრები წუხან, რომ პოლონეთის მთავრობის ქმედებების გამო, ევროკავშირის დაფინანსებას პოლონელებამდე ჯერ არ მიუღწევია. გასულ კვირას პოლონეთის აღდგენისა და მდგრადობის გეგმაზე მიღებულ რეზოლუციაში ,ევროპარლამენტი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს კომისიის მიერ პოლონეთისთვის 35,4 მილიარდი ევროს დამტკიცების გამო და მათ მოუწოდებს, პოლონეთის მიერ პირობების შესრულებამდე, უარი თქვან გეგმის დამტკიცებაზე",- წერს გამოცემა. 

დღის ამბები