ევროკავშირში წევრობის საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების მოლოდინებზე, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. ოპოზიციის ნაწილი საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების საკითხს პესიმისტურად უყურებს, ნაწილი კი იმედოვნებს, რომ გარკვეული სკეპტიკური გამოხმაურებების მიუხედავად, საბოლოო შედეგი დადებითი იქნება.
"ლელოს" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, თუ არ გადაწონის გეოპოლიტიკური არგუმენტები და ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მისცემს, ამაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დაეკისრება.
"თუ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვასა და უკრაინას და საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენ ძალიან დიდი ხნით გვართმევს შანსს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ.
თუ არ გადაწონის გეოპოლიტიკური არგუმენტები და ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დაეკისრება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.