15 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ჩატარდება თუ არა ე.წ რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში - პოლიტიკოსების შეფასებები

ჩატარდება თუ არა ე. რეფერენდუმი ოკუპირებული ცხინვალში, ამ თემაზე კონსულტაციები მოსკოვში დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტს აქვს დაგეგმილი.

Sputnik - ის ინფომრაციით, შეხვედრებში გაგლოევთან ერთად ოკუპირებული რეგიონის სხვა წარმომადგენლებიც  მიიღებენ მონაწილეობას. ე.წ რეფერენდუმი ანატოლი ბიბილოვმა დაანონსა, გამოცხადდა კონკრეტული თარიღიც 17 ივლისი, თუმცა მოგვიანებით ალან გაგლოევმა მოსკოვთან კონსულტაციების მოლოდინში პროცესი შეაჩერა.

პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მზადება, რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებისთვის. 

"დღეს, უკვე მიდის სერიოზული მზადება იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიების მიერთება მოხდეს რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არის "ქართული ოცნების" წარმატებული საგარეო პოლიტიკის შედეგი? როგორ აპირებენ რომ ეს აუხსნან ხალხს", - აცხადებს სამადაშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.

"რუსეთი, რომ ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების ანექსიას ცდილობს, ეს ახალი არ არის. ჩვენ საერთაშორისო ბერკეტებით ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ. რუსეთი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიაზე",- აცხადებს დავითულიანი.  

დღის ამბები