15 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე ეპატიჟება

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე ეპატიჟება. მისი თქმით, 1-საათიან შეკრებაზე არ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შესაძლოა, ისმოდეს მხოლოდ მუსიკა. აქციის მიზანია, ქვეყანამ ევროპას დაანახოს ერთიანობა, საკუთარი მომავლის ხედვის თვალსაზრისით. 

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებსაც იწვევს. 

"მე რას გთავაზობთ - პირველ რიგში ერთიანობას. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ამიტომ, ასევე, გთავაზობთ და რაღაც "დეჟა ვუც" მაქვს, გთავაზობთ არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება ერთად მდგომი საზოგადოება, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი, პოლიტიკური პარტიის ან ხელისუფლების წევრები, ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არ იქნება სიტყვები, განცხადებები, პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლია იმღეროს.დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ გვინდა ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭირო და მისაღებია," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს აქცია უნდა შედგეს 16 ივნისს 19:00 საათზე, ერთი საათით.

დღის ამბები