15 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
"გვაქვს სრული იმედი, რომ დანიის მხრიდან გვექნება მხარდაჭერა ევროპული მისწრაფების კუთხით" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ევროპული ინტეგრაციიის გზაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კიდევ ერთხელ სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა კოპენჰაგენში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ისაუბრა, რომელიც დანიის სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ დანიის სახელმწიფო ევროატლანტიკური მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერი იქნება.

"მქონდა ჩემს კოლეგასთან, დანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, დელეგაციების ფორმატში შეხვედრა. სხვადასხვა ფორმატში გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, გარდა პარლამენტებს შორის ურთიერთობისა, რა თქმა უნდა მთავარი თემა ჩვენთვის არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს სრული იმედი, რომ დანიის სახელმწიფოს მხრიდან გვექნება მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების კუთხით და კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით," - აცხადებს პაპუაშვილი.

დღის ამბები