მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის 10 წლის იუბილე აღინიშნა თბილისში.
პროგრამის ფარგლებში, შექმნილია ერთობლივი უწყებათაშორისი დანაყოფი. რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ღონისძიების ფარგლებში, გაეროს, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს შორის გაიმართა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.