გერმანიის ელჩი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაგეგმილ აქციას დაესწრება, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19:00 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად.
აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე", - აცხადებს გერმანიის ელჩი.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ბრიფინგზე მოსახლეობას და პოლიტიკოსებს მოუწოდა, 16 ივნისს, 1 საათით შეიკრიბონ, რათა ევროპამ დაინახოს ქართველი ხალხის ნება, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
ამასთან, პრეზიდენტმა აქციაზე ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები მიიწვია.