პრეზიდენტის მიერ, 16 ივნისს დაანონსებულ შეკრებას, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებს ევროპის მოედანზე მისვლისკენ მოუწოდა, ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასვაობაა.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც 16 ივნისს შეკრებაზე მისვლა სურს, უნდა მივიდეს, თუმცა 20-ში ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა დაგეგმილი.
"16-ში ბათუმში ყოფნა გვაქვს დაგეგმილი, პირდაპირ რომ გითხრათ, აქედან გამომდინარე, ნებისმიერს, ვისაც მისვლა უნდა, შეუძლია მივიდეს ამ აქციაზე, მაგრამ 20-ში არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს, 16 თუ 20. მარგამ, ერთი რამ იცოდეთ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი შეკრება 24-ის მერე შეიძლება მოგვწიოს. ამიტომ, 16-ში ვისაც გინდათ მიბრძანდით, 20-ში ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ აქციაზე,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”"მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აქციის გამართვა ლოგიკური იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის გადაწყვეტილების მიღებამდე იქნება გამართული.
"თუ გვინდა გავლენა მოვახდინოთ ევროპელ პოლიტიკოსებზე და დავინახოთ, რომ ვართ ბევრნი, ვისაც გვინდა რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, მაშინ ამ გადაწვეტილების მიღებამდე არის ლოგიკური აქციის გამართვა. სალომე ზურაბიშვილის სიყვარულით კი არ უნდა მივიდეთ, ლოგიკამ უნდა მიგვიყვანოს და ევროპული ინტეგრაციის სურვილმა," - ამბობს ალეკო ელისაშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ”გირჩს”. ვახტანგ მეგრელიშვილი კიდევ ერთ აქციას აანონსებს, თუმცა უკვე 18-ში და ამბობს, რომ ვინც ამ დღეს აქციაზე მივა, ჩაითვლება რომ ისინი 16 ივნისის შეკრების შინაარსსაც იზიარებენ და 20 ივნისის აქციისაც.
"ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ კიდევ ერთი აქცია დავაანონსოთ, ოღონდ როგორი იცით? რომ ჩვენთან მოსული ხალხი ორივე აქციას მიეწეროს, ანუ ჩვენთან ვინც მოვა ის ჩაითვალოს როგორც 16-ის აქციაში, ისე 20-ის აქციაში. ვფიქრობ, რომ ასე შუაშისტების გაერთიანება მოხდეს 18-ში და ამით ჩემი აზრით, ყველაზე კარგად შეგვიძლიათ ვაჩვენოთ რომ ქართველებს, მიუხედავად იმისა, რო ერთმანეთს ვერ ვიტანთ და სხვადასხვა მხარეს ვართ და სხვადასხვა დღეებში ვატარებთ აქციებს და ა.შ ევროპაში მაინც ყველას გვინდა. 18-ში წავალთ აქციაზე და 16-იც ჩაგვეთვლება და 20-იც,“ - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.