პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ეს გრძელდება ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა გამოკითხვის შედეგად. ეს არის ფაქტი, ამას არ სჭირდება რაღაც ახალი დადასტურება რაღაც აქციებით. როდესაც აქციაზეა ლაპარაკი და მით უმეტეს, იწყება ასეთი შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს იქ წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, ეს არა მგონია ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მით უმეტეს, ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც ბადებს და შეიძლება, შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. არ მგონია, ეს სწორი შეჯიბრი იყოს რასაც აკეთებენ "სირცხვილია", "ნაციონალური მოძრაობა", სალომე ზურაბიშვილი და, რა თქმა უნდა, შესაბამისად, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს," - ამბობს სოზარ სუბარი.