15 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
The Wall Street Journal - სანქციების მიუხედავად, რუსი ოლიგარქის კომპანიები აშშ - ის იურისდიქციაში ბიზნესის კეთებას განაგრძობენ

შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს რუს ოლიგარქს, მაგრამ მისი კომპანიები სანქციების სიაში არ შეჰყავს - აღნიშნული სათაურით სტატიას The Wall Street Journal აქვეყნებს.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მღელვარება უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ალიშერ უსმანოვის მსგავსი ოლიგარქების ინტერესები იმდენად ღრმად იყო გადაჯაჭვული გლობალურ ეკონომიკასთან, რომ მათ ბიზნეს შეზღუდვას შეეძლო გაეფართოვებინა ეკონომიკური ზიანი.

ოლიგარქების ბიზნესის გაყინვამ ბაზარზე შეიძლება არეულობა გამოიწვიოს, ზიანი მიაყენოს ინვესტორებს ოლიგარქების კომპანიებში, რომლებიც არ არიან კავშირში სანქცირებულ ინდივიდებთან, რაც ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.

იმის მიუხედავად რომ სანქციებმა ხელი შეუწყო რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას, შეერთებული შტატების მთავრობის შიშებმა, რომელიც ვაჭრობის შეფერხებას შეეხებოდა, აიძულა შეემცირებინა ან თავიდან აეცილებინა ფინანსური ჯარიმების დაწესება რუსულ საკვანძო სუბიექტებსა და ინდივიდუალურ პირებზე. რომ არა აღნიშნული გამონაკლისები, ინვესტორები ამბობდნენ, რომ ისინი დიდი ალბათობით ფულს გამოიტანდნენ იმ კომპანიებიდან, რომლებიც სანქცირებულ ინდივიდუალურ პირებთან არის დაკავშირებული.

სანქციები არ უწესდებათ იმ სუბიექტებს, სადაც სანქციების სამიზნეები 50%- ზე ნაკლებს ფლობენ. იმის ნაცვლად რომ დაებლოკათ ბიზნესები, სადაც უსმანოვი აქტივების 50% ან მეტ წილს ფლობს, სახაზინომ გამოსცა დანართი, რომლის მიხედვითაც ეს ბიზნესები განთავისუფლდა სანქციებისგან. მის ბიზნესებს შეუძლია განაგრძონ ბიზნესის კეთება იმ კომპანიებთან, რომლებიც შეერთებული შტატების იურისდიქციას ექვემდებარება. მას კვლავ შეუძლია მიიღოს ფინანსები რუბლებში იმ კომპანიებიდან, რომლებიც დაფუძნებულია რუსეთში და სცდება სახაზინოს წვდომის არეალს.

სახაზინოს მიერ მიღებული ზომები, კვლავ აძლევს უსმანოვის კომპანიებს შესაძლებლობას, განაგრძოს გადახდა შეერთებული შტატების ობლიგაციების მფლობელებისთვის. უსმანოვი იყო პირველი მთავარი ინვესტორი ფეისბუქის, ახლა კი მეტაპლატფორმებზე. ასევე, მას ინვესტიციები ჰქონდა ტვიტერში, სფოთიფაიზე, უბერ ტექნოლოგიებში, ალიბაბა გრუფ ჰოლდინგში. ამჟამად ამ კომპანიებში ის წილებს აღარ ფლობს. მას შემოსავალი აქვს რუსეთში არსებული კომპანიებიდან, იგი არ ფლობს საკონტროლო პაკეტებს ამ კომპანიებში. სახაზინო დეპარტამენტმა ამერიკულ ფირმებს უფლება მისცა, განაგრძოს ბიზნესსაქმიანობა ზოგიერთ სანქცირებულ რუსულ ბანკთან იმ გადარიცხვებზე, რომელიც უკავშირდება ნავთობისა და ენერგო წარმოებასთან სულ მცირე, მიმდინარე წლის 24 ივნისამდე. აშშ ნებას რთავს რუსული ენერგეტიკული კომპანიების მიერ ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ მან აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი. სიტუაცია განსაკუთრებით მოწყვლადია შეერტებულ შტატებში ინფლაციისა და გაზის მაღალ ფასებთან დაკავშირებით. ხაზინას სურს "მაქსიმალური ეკონომიკური ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს, ხოლო ამის შედეგად, შეერთებულ შტატებზე მიყენებული ზიანი შემცირდეს.

დღის ამბები