ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ - ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა დღეს, ვაშინგტონში საჯარო მოხსენების დროს განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთი, უკრაინაში შეჭრამდე უნდა შეეკავებინა. ჯონ ბოლტონის თქმით, გაოცება გამოიწვია რუსეთის სამხედრო სისუსტემაც განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კიევის და უკრაინის აღებას მოკლე დროში ვარაუდობდნენ.
"ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო შეერთებული შტატების მცდელობის ნაკლებობა შეეჩერებინა რუსული აგრესია, სანამ ის მოხდებოდა. ცხადია, რომ კრემლისთვის რისკი და საფასური იმდენად მაღალი უნდა ყოფილიყო, რომ ის არ შეჭრილიყო, ვფიქრობ, ეს ლიდერობის ნამდვილი მარცხია. მეორე საკითხი, რაც გასაკვირია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ რუსებისა და შეერთებული შტატების დაზვერვისთვის არის ის, თუ რამდენად ცუდად იბრძოდნენ რუსი სამხედროები ომის პირველ დღეებში - აშკარად ეგონათ, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევდნენ, თუმცა მათი სტრატეგია ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ. შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ რუსეთის დანაშაულზე, მაგრამ მნიშვნელოვანაი, რომ ისინი გაოცებულები იყვნენ უკრაინელების წინააღმდეგობით და ჩვენ გაკვირვებული ვიყავით იმით, თუ რამდენად ცუდად იბრძოდნენ რუსები .საიდუმლო არ არის, რომ ამერიკული დაზვერვა პირველ დღეებში აცნობებდა თეთრი სახლსა და სენატს, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა. რამდენიმე დღეში ან კვირებში ქვეყანა დამარცხდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რუსებს მოუწიათ სტრატეგიის შეცვლა,"- აცხადებს ბოლტონი.
ბოლტონის თქმით, 2022 წელს, უკრაინაში შეჭრა, რუსეთმა სხვადასხვა გარემოების გამო გაბედა. 2008 წლის აგვისტოს ომის და ყირიმის ანექსიის დროს იყო დასავლეთის ნაკლები რეაქცია, ავღანეთიდან შეერთებული შტატების გამოსვლა, მანამდე კი გერმანიის და საფრანგეთის წინააღმდეგობა ბუქარესტის სამიტზე, როდესაც საქართველომ და უკრაინამ მაპი ვერ მიიღეს და მალევე რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
"2008 წლის საქართველო პირველად განმეორდა 2014 წელს უკრაინაში, ახლა კი წელს . ეს არ იქნება საბჭოთა კავშირი, ეს იქნება რუსეთის იმპერია ამჯერად. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი დღევანდელ ვითარებაში მოტივირებული იყო, რადგან საქართველოზე თავდასხმის შემდეგ , მას დასაველეთისგან ეფექტური პასუხი არ მიუღია . უკრაინაზე პირველი თავდასხმის შემდეგაც, მან არ მიიღო ეფექტური დასავლური პასუხი. კრემლმა დაინახა აშშ - ის გასვლა ავღანეთიდან გასულ ზაფხულს, რაც იყო კატასტროფული სტრატეგიული შეცდომა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ოპტიმიზმი ამ პრეცენდენტზე იყო დაფუძნებული. მათ არ ეგონათ, რომ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას მიიღებდნენ. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ განვსაზღვროთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის რას ვაკეთებთ, როცა ისინი არ არიან ნატოს წევრები, რათა თავიდან ავიცილოთ უკრაინის შემთხვევა სხვაგან. საერთაშორისო ურთიერთობებში ბევრ ლაბორატორიულ ექსპერიმენტს ვერ ჩაატარებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხს ემახსოვრება, რომ 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის ნატოს სამიტზე, ჯორჯ ბუშმა გამოთქვა შეთავაზება უკრაინისა და საქართველოს ნატოში სწრაფი ტემპით შეყვანაზე, რაც ფრანგებმა და გერმანელებმა დაბლოკეს. ოთხი თვის შემდეგ, რუსები შეიჭრნენ საქართველოში",- გაანცხადა ბოლტონმა.
ბოლტონმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველოსა და უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა პრიორიტეტი უნდა იყოს და ხაზს უსვამს ბუშის მცდელობას, ეს ქვეყნები ალიანსში შეეყვანა.
ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ანკარის თანხმობის შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე მიუერთდებიან, რაც ქმნის პრეცენდენტს, რომ ნატოს წევრობა გაფართოების ამ მექანიზმის გარეშეა შესაძლებელი, თუ ქვეყნები კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და თუ პოლიტიკური ნება არსებობს. ვფიქრობ, შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების პოვნა. ეს არის ის, რაც ჯორჯ ბუშმა შესთავაზა 2008 წელს. ის მაშინ მართალი იყო და ახლაც ასეა. ძალიან რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პრიორიტეტი უნდა იყოს", - აცხადებს ბოლტონი.
ბოლტონის თქმით, ნატოს საზღვარი არის ის წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი ვერ კვეთს და ამის დადასტურებაა, ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება, ალიანსს მიეუერთდნენ. რეგიონის უსაფრთხოების თემებზე ჯონ ბოლტონი კამკას ფორუმზე გამოვიდა. ეს არის შუა აზიის, მონღოლეთის, კავკასიის და ავღანეთის ჩართულობით სპეციალისტთა ქსელი, რომელშიც რამსფელდის ფონდის პროფესიონალები, კავკასია - ცენტრალური აზიის ინსტიტუტს და საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე სხვა დასავლური უწყებების ანალიტიკოსები მონაწილეობენ. ფორუმი ვაშინგტონში დღეს გაიხსნა და მისი ერთ - ერთი მთავარი განსახილველი თემა უკრაინაა.