15 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს კლინიკა "ვივამედში" გაიმართება

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს კლინიკა "ვივამედში" გაიმართება.

ბრალდებულის ადვოკატები სხდომის გადადებას ითხოვენ და მიზეზად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ.

მათივე მტკიცებით, სასამართლოს გასვლითი სხდომა მხოლოდ მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე ტარდება, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რატომ მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება პროცესის საავადმყოფოში ჩატარების შესახებ.

დღის ამბები