საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დღეს ევროპის მოედანზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას და პოლიტიკოსებს 16 ივნისს შეკრება შესთავაზა. "დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი - ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აქციაზე, ასევე, დაპატიჟა ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები. აქციაზე მისვლას გეგმავენ გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც.