ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი, ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკუთარ Twitter-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის - დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს. დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას," - ვკითხულობთ განცხადებაში.