საქართველოს, ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს რუმინეთისა და ირლანდიის ხელისუფლება. ევროკომისიის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რუმინეთის პრეზიდენტი დამსახურებულ ჯილდოს უწოდებს.
ევროკომისიის დასკვნას ეხმაურება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ქვეყნის პირველი დიპლომატი ქართველ კოლეგას, ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ულოცავს.
სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციას აფასებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი.
"კარგი გადაწყვეტილება" - ასე კი ევროკომისიის დასკვნა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა. საკითხს ეხმაურება შვედეთის პარლამენტიც. მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის გაცემას.