15 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
საქართველო ევროკავშირის ოჯახის წევრია, ევროკომისიამ მისცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ახლა ქვეყანას აქვს ცხადი საგზაო რუკა იმ რეფორმების შესახებ, რომელზეც ის უკვე მუშაობს - კარენ დონფრიდი

საქართველო არის ევროკავშირის ოჯახის წევრი, ევროკომისიამ მისცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ახლა ქვეყანას აქვს ძალიან ცხადი საგზაო რუკა იმ რეფორმების შესახებ, რომელზეც ის უკვე მუშაობს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა ისაუბრა.

"ნეტგაზეთთან" ინტერვიუში, მან ამერიკა- საქართველოს და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. მან ქვეყანას შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

"საქართველო არის ევროკავშირის ოჯახის წევრი; ევროკომისიამ მისცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, და არა მხოლოდ მიანიჭა ეს სტატუსი, არამედ ძალიან ცხადად [ჩამოაყალიბა] პრიორიტეტები, რაც, მათი ხედვით, საქართველოს სჭირდება პროგრესის მისაღწევად, რათა მან მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს ახლა აქვს ძალიან ცხადი საგზაო რუკა იმ რეფორმების შესახებ, რომელზეც ის უკვე მუშაობს.

ასე რომ, მესიჯი საქართველოსთვის არის შემდეგი: დააჩქარეთ პროგრესი ამ რეფორმების გზაზე და თქვენ მიაღწევთ კანდიდატის სტატუსს. მართლაც ვფიქრობ, იმან, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, დაადასტურა საქართველოს მიახლოება ევროკავშირის წევრობის მიზანთან. როგორც იცით, შეერთებული შტატები წლებია, არის მოწინავე მხარდამჭერი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა. მე მჯერა, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, იქნება ნატოს წევრი. საქართველოს ადგილი აქ არის," - განაცხადა კარენ დონფრიდმა.

დღის ამბები